ფიფამ იოზეფ ბლატერის საქმის გამოძიების გაგრძელება მოითხოვა
ფიფამ იოზეფ ბლატერის საქმის გამოძიების გაგრძელება მოითხოვა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) მოუწოდა შვეიცარიის მართლმსაჯულებას – გააგრძელოს გამოძიება ფიფას ყოფილი პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის საქმეზე. ამისთვის ფედერაციამ მიმართა შვეიცარიის გენერალურ პროკურატურას.

„ჩვენ განცხადებით მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, რომელშიც დაჟინებით მოვუწოდებთ გააგრძელონ გამოძიება იოზეფ ბლატერთან მიმართებაში, – წერია ფიფას განცხადებაში. – ფიფა განიხილავს ყველა სამართებლივ ვარიანტს, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ“.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ შვეიცარიის პროკურატურა გეგმავს ბლატერის საქმის დახურვას. 2015 წელს ის რვა წლით ჩამოაცილეს საფეხბურთო საქმიანობას.