ფიფა საკუთარ კონტროლზე აიყვანს აფრიკულ ფეხბურთს
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია უახლოეს პერიოდში საკუთარ კონტროლქვეშ აიყვანს აფრიკაში ფეხბურთის მართვას. როგორც სააგენტო “როიტერი” იტყობინება, მიზეზი გახდა კორუპციული სკანდალები აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციაში. ოთხშაბათს, ამ ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება – გადააბაროს ფიფას კონფედერაციის მართვა.
როგორც ვარაუდობენ, აფრიკულ ფეხბურთში კრიზისის საკითხით დაკავებული იქნება ფიფას გენერალური მდივანი ფათმა სამურა.
შეგახსენებთ, რომ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი აჰმად აჰმადი გახდა ფიფას ეთიკის კომისიის მხრიდან გამოძიების ობიექტი – ის ეჭვმიტანილია კორუპციასა და ზეწოლაში.
პარასკევს, ეგვიპტეში იწყება აფრიკის ეროვნებათა თასი, რაც კონტინენტის მთავარი ტურნირია.