ფიფა-ს რეიტინგში საქართველოს ნაკრები სამი ადგილით დაწინაურდა #1TVSPORT
ფიფა-ს რეიტინგში საქართველოს ნაკრები სამი ადგილით დაწინაურდა #1TVSPORT

ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განახლებული სანაკრებო რეიტინგები გამოქვეყნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები სამი საფეხურით დაწინაურდა – ვილი სანიოლის გუნდი წინა მონაცემებით 79-ე პოზიციაზე იყო, ახლა კი 76-ე ადგილზე გადაინაცვლა.

საუკეთესო ათეული:

1. არგენტინა – 1861.29 ქულა

2. საფრანგეთი – 1853.11

3. ბრაზილია – 1812.2

4. ინგლისი – 1807.88

5. ბელგია – 1793.71

6. პორტუგალია – 1739.83

7. ნიდერლანდები – 1739.26

8. ესპანეთი – 1725.97

9. იტალია – 1717.81

10. ხორვატია – 1711.88

საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში:

8. ესპანეთი – 1725.97 ქულა

34. შოტლანდია – 1512,34

42. ნორვეგია – 1469,56

76. საქართველო – 1312.14

114. კვიპროსი – 1141.27