ფიფა-ს აგენტმა ჟორდი ჟოტამ გაამხილა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ შეცვლის ზინედინ ზიდანს მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მისი ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან ესპანეთის ჩემპიონს სათავეში ჩაუდგება ლონდონის “ტოტენჰემის” ამჟამინდელი დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინო.
იმასაც აღნიშნავენ, რომ “რეალის” ახალ პროექტში ცენტრალური ფიგურა იქნება ნახევარმცველი მარკო ასენსიო. კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე შეატყობინა ამის შესახებ ესპანელს და აპირებს ფეხბურთელის შენარჩუნებას.
მიმდინარე სეზონში ასენსიომ ყველა ტურნირზე 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა.