ფიფა-მ კლუბებს შორის მსოფლიო 2025 წლის ჩემპიონატის მასპინძელი დაასახელა #1TVSPORT
ფიფა-მ კლუბებს შორის მსოფლიო 2025 წლის ჩემპიონატის მასპინძელი დაასახელა #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ამერიკის შეერთებული შტატების კანდიდატურას 2025 წელს კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე. ტურნირი ახალი ფორმატით გაიმართება და მასში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

მასპინძელი ქვეყნის არჩევის პროცესში ითვალისწინებდნენ მოთხოვნებს ინფრასტრუქტურისა და მომსახურების მხრივ, აგრეთვე ტურნირის უფრო ფართო სტრატეგიულ მიზნებს.

2025 წელს კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს 32 გუნდი. ტურნირზე პირდაპირ საგზურებს მიიღებენ კონფერენციების (ევროპა, აზია, აფრიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა) საუკეთესო გუნდები ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში, აგრეთვე ერთი გუნდი ოკეანეთიდან ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში.