ფიფა ეროვნულ ასოციაციებს 150 მილიონი ევროთი დაეხმარება
ფიფა ეროვნულ ასოციაციებს 150 მილიონი ევროთი დაეხმარება

უეფას შემდეგ, ეროვნულ საფეხბურთო ასოციაციებს დახმარებას ფიფა გაუწევს. ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია დაეხმარება ასოციაციებს რომლებსაც კოროვირუსის პანდემიის გამო ფინანსურად დიდად არ ულხინთ – ინფორმაციას ფიფას ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ასოციაციებს ყველა იმ თანხას გადაუხდის, რაც მათ 2019 და 2020 წლებში უნდა მიეღოთ. ამრიგად, ფიფა 211 ფეხბურთის ფედერაციას 150 მილიონ დოლარს გამოუყოფს, რაც საშუალოდ ფედერაციაზე 710 ათასი დოლარია.

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო საფეხბურთო ცხოვრება თითქმის ყველგან შეჩერდა. ფედერაციები და კლუბები უდიდეს ფინანსურ დანაკლისს განიცდიან. ამის გამო, უეფას აღმასკომზე ევროპული ფედერაციების და კლუბების დახმარება გადაწყვიტეს.