ფიფა 2019-2020 წლების სეზონს უვადოდ გააგრძელებს
ფიფა 2019-2020 წლების სეზონს უვადოდ გააგრძელებს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) უვადოდ გააგრძელებს 2019-2020 წლების სეზონს მთელ მსოფლიოში. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა The Athletic წერს.

წყაროს ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ადგილობრივ საფეხბურთო ფედერაციებს – დამოუკიდებლად განსაზღვრონ სეზონის დასრულების ვადები. გარდა ამისა, ეს ნაბიჯი არ მისცემს ქვეყნებს საშუალებას – გააუქმონ სეზონი, როგორც ეს ბელგიის შემთხვევაში მოხდა და ამან უეფას უკმაყოფილება გამოიწვია.

გარდა ამისა, ორგანიზაციის გეგმებში შედის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ვადების შეცვლა. იტყობინებიან, რომ ფიფა ნებას დართავს, გააგრძელონ იმ ფეხბურთელების კონტრაქტები, რომელთა ვადაც 2020 წლის ივნისში იწურებოდა.

საფეხბურთო სეზონი გრძელდება მხოლოდ ბურუნდიში, ნიკარაგუაში, მიანმაში, ტაჯიკეთსა და ბელარუსში.