ფესტივალის Mountain Set: Kazbegi ახალი ლოკაციის შესახებ საღამოს გახდება ცნობილი
ფესტივალის Mountain Set: Kazbegi ახალი ლოკაციის შესახებ საღამოს გახდება ცნობილი

ფესტივალის Mountain Set: Kazbegi ახალი ლოკაციის შესახებ ინფორმაცია დღეს საღამოს გახდება ცნობილი

ფესტივალი Mountain Set: Kazbegi ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღარ გაიმართება. ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორები დღის ბოლოს ბრიფინგის გამართვას გეგმავენ, სადაც ალტერნატიულ ადგილს დაასახელებენ. გუდაურში კი, იქ სადაც ღონისძიება უნდა გამართულიყო ზარალის დათვლა იწყება.

ორგანიზატორების განცხადებით, განადგურებულია მთელი ინვენტარი და სამუშაო იარაღები. როგორც ისინი იხსენებენ, ყოფილი სასტუმრო „ბიდარას“ ტერიტორიაზე დაახლოებით 300 ადამიანი მივიდა, რომლებმაც ჯებირები დაანგრიეს და ხის ნაგებობები გადაატრიალეს.

ღონისძიების ორგანიზატორები გუდაურის პოლიციის განყოფილებაში გუშინ ღამესვე გამოკითხეს, დღეს კი უკვე ადგილობრივების გამოკითხვა უნდა დაიწყოს.

გუდაურში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფესტივალ Mountain Set: Kazbegi ტერიტორია დაარბიეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.