გუდაურში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფესტივალ Mountain Set: Kazbegi ტერიტორია დაარბიეს
გუდაურში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფესტივალ Mountain Set: Kazbegi ტერიტორია დაარბიეს

გუდაურში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფესტივალ Mountain Set: Kazbegi ტერიტორია დაარბიეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„Ravers In Georgia-ს ჯგუფის მოდერატორებთან მოვიდა შემდეგი ინფორმაცია Mountain Set: Kazbegi ფესტივალთან დაკავშირებით და თავს ვალდებულად ვთვლით გაგაფრთხილოთ. მთიულებმა დაარბიეს საფესტივალო ტერიტორია, დაამტვრიეს ინფრასტრუქტურა და ფიზიკურად გაუსწორდნენ მუშახელებს. ასევე თან ვურთავთ სქრინებს, სადაც ფესტივალის ორგანიზატორებს ვთხოვთ ჩაგვაყენონ საქმის კურსში და ხვალ დავუთმობთ ჩვენი ჯგუფის პლატფორმას, რათა გააკეთონ ლაივსტრიმი ფესტივალის ტერიტორიიდან“, – წერს ფეისბუქმომხმარებელი ფესტივალის გვერდზე.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხვები.

ფაქტის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.