ფერარის პრეზიდენტი მიკ შუმახერზე - როგორ შეიძლება ფერარიში ასეთი გვარის ადამიანს ვინმემ უარი უთხრას?!
„ფერარის“ პრეზიდენტმა – მაურიციო არივაბენემ თავისი აზრი გამოთქვა ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟის – მიკ შუმახერის პერსპექტივებზე. უმცროსმა შუმახერმა ფორმულა 3-ში ზედიზედ სამი რბოლა მოიგო და ჩემპიონობის პრეტენდენტი გახდა. პრესაში უკვე გაჩნდა ჭორი იმის შესახებ, რომ მიკ შუმახერით „რედ ბული“ დაინტერესდა.
„რაც შეეხება მიკ შუმახერს – მიმაჩნია, რომ მთავარია, ზეწოლის გარეშე გააგრძელოს პროგრესი. ბოლო შედეგები ძალიან კარგია და მას შთამბეჭდავ კარიერას ვუსურვებ. პილოტისთვის ასეთი გვარით, რომელმაც ამდენი ფურცელი დაწერა „ფერარის“ ისტორიაში, მარანელოს კარი, ყოველთვის ღიაა, მაგრამ… ეს ოჯახის გადაწყვეტილებაა – მხედველობაში მაქვს შუმახერის ოჯახი. უმჯობესია, ბიჭმა სიამოვნება მიიღოს. ყოველთვის ამას ვიმეორებ: იყავი კონცენტრირებული, მაგრამ ამავდროულად, მიიღე სიამოვნება და გაიზარდთ ნელნელა. მაგრამ, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩვენ ვიმსჯელებთ მომავალზე. როგორ შეიძლება „ფერარიში“ ასეთი გვარის ადამიანს ვინმემ “არა” უთხრას?“ – განაცხადა არივაბენემ სააგენტო „როიტერთან“ კომენტარში.