„ფორმულა 1“-ის იტალიური გუნდის, „ფერარის“ პრესსამსახურმა საკუთარ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა რუსეთის გრანპრისადმი მიძღვნილი პოსტერი.
პლაკატი ყვითელ-ნარინჯისფერ ფერებშია გადაწყვეტილი. მასზე გამოსახულია წითელი სარბოლო ბოლიდი და სიტყვა „სოჭი“ სამ ენაზე წერია – რუსულად, ინგლისურად და აფხაზურად.
„ფორმულა 1“-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი სოჭში 29 სექტემბერს გაიმართება.
„ფერარი“ მიმდინარე ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა.