ფელიპე კოუტინიო კარიერას „სანტოსში“ გააგრძელებს #1TVSPORT

11:32, 11.09.2026

ბრაზილიელი ფეხბურთელი ფელიპე კოუტინიო კარიერას „სანტოსში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, 34 წლის ნახევარმცველი „სანტოსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ის გუნდში 2026 წლის ბოლომდე დარჩება. შესაბამისად, ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ლიდერები – ნეიმარი და კოუტინიო კვლავ ერთად ითამაშებენ.

კოუტინიო ბოლოს „ვასკო და გამაში“ გამოდიოდა. მისი კარიერის საუკეთესო წლები „ინტერსა“ და „ლივერპულს“ უკავშირდება.

2018 წელს ბრაზილიელის სანაცვლოდ „ბარსელონამ“ 135 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ესპანეთში მან სათანადო დონეზე თამაში ვერ მოახერხა.

მსგავსი