ფეხბურთის ფედერაცია ვაკეში ახალ სტადიონს აშენებს (ვიდეო)
2020 წლიდან, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ფიზკულტურის ინსტიტუტის უკან ახალი თანამედროვე საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დაიწყება – ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
„ფეხბურთის ფედერაციას ჭავჭავაძის 49 ნომრის მიმდებარედ არსებული ტერიტორია გადმოეცა, სადაც დაგეგმილია ახალი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში ადგილზე აშენდება სტანდარტული ზომის მოედანი ადმინისტრაციული შენობით, ტრიბუნებით, განათებითა და სარბენი ბილიკით. საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ საფეხბურთო სკოლები, ქალთა და მოყვარულთა გუნდები. სამშენებლო პროცესი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება“, – წერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობაში.
ცნობილია, რომ ბოლო წლებში ფეხბურთის განვითარებას არაერთი პრობლემები შეექმნა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დანგრეული ან გახსვისებული ინფრასტრუქტურა იყო: ბოლო 30 წელიწადში მარტო თბილისში ფეხბურთისთვსი დაიკარგა 23 სტანდარტული სტადიონი და მათი უმრავლესობა სამშენებლო პოლიგონად გადაიქცა.
განსაკუთრებული პრობლემები მაინც თბილისის ცენტრალურ უბნებში შეიქმნა, რადგან ვაკე-ვერა-ბაგებში, ფაქტობრივად, არ დარჩა საფეხბურთო სკოლა, რომლებიც ბავშებს სტანდარულ მოედანზე ავარჯიშებდა.
დატოვე კომენტარი