ფეხბურთი | უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის ბოლო ტურის სიმბოლური გუნდი დაასახელა #1TVSPORT
უეფა-მ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის ძირითადი ფაზის ბოლო ტურის სიმბოლური გუნდი დაასახელა. თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ორი მოთამაშე „ბენფიკადან“ მოხვდა.
მერვე ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპის რვა მონაწილე გამოვლინდა – „არსენალი“, „ბაიერნი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“, „ბარსელონა“, „ჩელსი“, „სპორტინგი“ და „მანჩესტერ სიტი“.
9-დან 24-ე ადგილის ჩათვლით გასულები კი 1/16-ფინალური ეტაპიდან დაიწყებენ ასპარეზობას – „რეალი“, „ინტერი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „ნიუკასლი“, „იუვენტუსი“, „ატლეტიკო“, „ატალანტა“, „ლევერკუზენი“, „დორტმუნდი“, „ოლიმპიაკოსი“, „ბრიუგე“, „გალათასარაი“, „მონაკო“, „ყარაბაღი“, „ბოდო გლიმტი“ და „ბენფიკა“.
ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მერვე ტურის სიმბოლური გუნდი:
მეკარე: ანატოლი ტრუბინი („ბენფიკა“)
მცველები: ბრუნო ფელიპე („პაფოსი“), კრისტიან რომერო („ტოტენჰემი“), დენ ბერნი („ნიუკასლი“), ფედერიკო დიმარკო („ინტერი“)
ნახევარმცველები: ანდრეას შელდერუფი („ბენფიკა“), ალექსის მაკ ალისტერი („ლივერპული“), მალიკ ტილმანი („ლევერკუზენი“), ლამინ იამალი („ბარსელონა)
თავდამსხმელები: კასპერ ჰოგი („ბოდო/გლიმტი“), ჟოაო პედრო („ჩელსი“)