ფეხბურთი | თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა - საქართველო ჩვენი უშუალო კონკურენტია და მაქსიმალური კონცენტრაცია გვჭირდება #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ბულგარეთის ნაკრებთან დამაჯერებელი გამარჯვების (6:1) შემდეგ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ გააკეთა.
„მატჩი მარტივი არ ყოფილა. პირველი ტაიმი ისეთი არ გამოვიდა, როგორც გვინდოდა, თამაში გვიჭირდა და უპირატესობა ვერ მოვიპოვეთ.
შესვენებისას მოთამაშეებს კონკრეტული მითითებები მივეცი, რომელიც პირნათლად შეასრულეს. შედეგად, მეორე ნახევარში სასურველ შედეგს მივაღწიეთ.
განსაკუთრებით მიხარია, რომ გატანილ და გაშვებულ ბურთებს შორის სხვაობა ნულამდე დავიყვანეთ – ამ მხრივ, საქართველოსთან ჩამორჩენა აღარ გვაქვს.
ახლა კი მთელი ყურადღება საქართველოსთან შეხვედრაზეა გადართული. ეს ჩვენი უშუალო კონკურენტია და მაქსიმალური კონცენტრაცია გვჭირდება. შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება, რადგან ბულგარეთთან მატჩმა საკმაოდ დიდი ენერგია წაგვართვა“, – განაცხადა მონტელამ.
თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო E ჯგუფი სამი ტურის შემდეგ:
