მეტოქეები | თურქეთის საფეხბურთო ნაკრებმა ბულგარეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

00:35, 12.10.2025

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის E ჯგუფში მესამე ტურის მატჩი ჩაატარეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეებმა – ბულგარეთის ნაკრებმა თურქეთს უმასპინძლა და 1:6 დამაცხდა.

ანგარიში თურქებმა არდა გიულერის დარტყმით გახსნეს, მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს და პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა, მეორე ტაიმში კი თურქეთის ნაკრებმა მეტოქის კარში ხუთი გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს თურქეთთან სტუმრად ჩაატარებს, შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი