ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ანდორა დაამარცხა და ევრო 2027-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B ლიგის სარეიტინგო ტურნირში ანდორა სანდრო კუნჭულიას მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა – 1:0.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა – სან მარინომ უელსს 1:0 მოუგო.
შედეგად, საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, უელსი (1 ქულა) და ანდორა (1) ვეღარ დაეწევიან, ხოლო სან მარინოსთან ქულების შესაძლო თანაბრობის შემთხვევაში (თუ 16 აპრილს ბოლო ტურში წავაგებთ უელსთან, ხოლო სან მარიო დაამარცხებს ანდორას), საქართველოს ნაკრებს ურთიერშეხვედრაში უპირატესობა აქვს – უეფა-ს რეგულაციების მიხედვით კი, სწორედ ეს კრიტერიუმია გადამწყვეტი.
სანდრო კობახიძის გუნდი ჯგუფის ბოლო მატჩს 16 აპრილს, უელსის წინააღმდეგ 13:00 საათზე გამართავს.
საქართველოს ნაკრებმა ანდორასთან შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ჭელიძე, ლოლუა, ფოცხვერია, კილაძე, შარიქაძე, გერგედავა (77. შარვაშიძე), ავდოევი, გაზდელიანი (69. ლაგვილავა), კუნჭულია, ჯამარაული (68. ხატოიანი), მიქაუტაძე.