ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპს ისლანდიასთან მატჩით დაიწყებს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპს ისლანდიასთან მატჩით დაიწყებს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ისლანდიას უმასპინძლებს. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

საქართველოსა და ისლანდიის გარდა, საკვალიფიკაციო ჯგუფში საბერძნეთის ნაკრებიცაა. სამგუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი განაგრძობს. ქართველი ფეხბურთელები ბერძენ თანატოლებს 30 ოქტომბერს შეხვდებიან.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), გიორგი კახიძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), საბა ცარციძე (კოლხეთი 1913).

მცველები: დავით ცქვიტაია (დინამო თბილისი), საბა კილაძე (იბერია 1999), ალიკა გეთიაშვილი (დინამო თბილისი), იოანე გოგიჩაიშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ფოცხვერია (დინამო თბილისი), ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), ანზორ ცირამუა (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), თორნიკე ფილაური (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: საბა ავდოევი (იბერია 1999), საბა შარვაშიძე (დინამო თბილისი). რევაზ ვარდანია (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ლაგვილავა (35-ე სკოლა), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), გიორგი გორგაძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი), სანდრო კუნჭულია (იბერია 1999), ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913), ანდრია სვანიძე (გენგამი, საფრანგეთი).

ევრო 2026 | საკვალიფიკაციო რაუნდის განრიგი:

24 ოქტომბერი – საქართველო V ისლანდია | მესხი 2 | 18:00
27 ოქტომბერი – საბერძნეთი V ისლანდია | დავით პეტრიაშვილი | 15:00
30 ოქტომბერი – საქართველო V საბერძნეთი | მესხი 2 | 18:00