ფეხბურთი | საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მოლდოვასთან ამხანაგაური მატჩი გამართა #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მოლდოვასთან ამხანაგაური მატჩი გამართა #1TVSPORT

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა რუსთავში მოლდოვის 16-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

შეხვედრის მე-11 წუთზე ანგარიში ჯუმბერ დუმბაძემ გახსნა, მოლდოველთაგან კი ბოგდან ლუპაშკომ პენალტი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები: ოთარ გურიელა, ნიკოლოზ კობზონაძე, თორნიკე ფილაური (46. ნიკოლოზ სახვაძე), ანდრია ფოცხვერია, გაბრიელ გოგუა (75. ნიკა თომაევი), თორნიკე კვარაცხელია, დაჩი დგებუაძე (61. ანდრია ოჩიგავა), ალექსანდრე ჩიქოვანი, ჯუმბერ დუმბაძე (61. ნიკოლოზ დუნდუა), ნიკოლოზ უგრელიზე, დემეტრე ქურასბედიანი (69. ლევან ჭიკაიძე).

სათადარიგოები: ლუკა ფუტკარაძე, შოთა მეტონიძე, ნიკოლოზ კირიკიანი, ილია კვარაცხელია, ირაკლი კვაჭაძე, რობი ფერიაშვილი, ერეკლე კაკულია.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მოლდოვსთან კიდევ ერთ მატჩს გამართავს – შეხვედრა 11 ნოემბერს, 17:00 საათზე რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.