ფეხბურთი | საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მოლდოვა დაამარცხა #1TVSPOR
საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა სფფ-ის რუსთავის ტექნიკური ცენტირს მოედანზე მოლდოვის 16-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
მე-15 წუთზე ანგარიში ნიკოლოზ კობზონაძის გადაცემით ნიკოლოზ სახვაძემ გახსნა, ხოლო გამარჯვების გოლი მე-80 წუთზე თორნიკე ფილაურმა გაიტანა.
აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი მომავალი წლის შემოდგომაზე 17-წლამდე ვაჟთა ნაკრების ეგიდით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.
nakrebi.ge