ფეხბურთი | როდრიგო გოესმა მადრიდის „რეალის“ ყველა დროის ანტირეკორდი დააფიქსირა #1TVSPORT
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, როდრიგო გოესმა მადრიდის „რეალში“ ისტორიული ანტირეკორდი დააფიქსირა.
როდრიგომ უკვე ზედიზედ 30 მატჩი ჩაატარა გატანილი გოლის გარეშე, რაც მადრიდული კლუბის ისტორიაში უგოლო პერიოდების ყველაზე უარეს მაჩვენებლად ითვლება. ამ 30 მატჩში გოესმა 1338 წუთი დაჰყო მოედანზე, თუმცა თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.
მანამდე ანტირეკორდი მარიანო დიასს ეკუთვნოდა – მასაც 30 უგოლო მატჩი ჰქონდა, მაგრამ გაცილებით ნაკლები დრო, 986 წუთი გაატარა მინდორზე.
ცუდი შედეგების სამეულში მესამე ადგილზეა რაფა მარანიონი, რომელიც 1970-იან წლებში თამაშობდა და 29 შეხვედრაში, 1416 წუთის მანძილზე გოლი ვერ გაიტანა.
როდრიგოს უკანასკნელი გოლი „რეალის“ მაისურით 2025 წლის 4 მარტით თარიღდება ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ. ლა ლიგაში კი მან თავი 19 იანვარს „ლას პალმასთან“ გამოიჩინა.