ფეხბურთი | ქართულმა კლუბებმა თურქულ შეკრებაზე ამხანაგური მატჩები ჩაატარეს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ კვიპროსულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა – დირკ შუსტერის მიერ გაწვრთნილი გუნდი დანიურ „ლუნგბიუს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. ქუთაისელებიდან თავი ლადო მამუჩაშვილმა გამოიჩინა.
სომხური „ალაშკერტის“ ძლევის (3:1) შემდეგ წყალტუბოს „სამგურალი“ მეორე საკონტროლო შეხვედრაში ტაშკენტის „ლოკომოტივს“ შეხვდა და 2:0 მოიგო. გოლები გიორგი გოგოლაშვილმა სა საბა ჩხეტიანმა გაიტანეს.
„რუსთავი“ უკრაინულ „ოლექსანდრიას“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა.
ქუთაისელები შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას 15 თებერვალს „არარატ არმენიასთან“ გამართავენ, ხოლო „სამგურალი“ თამაშებს 15 და 17 თებერვალს გეგმავს.