მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი მაიკლ ოლისე ზაფხულში, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენში“ აღმოჩნდეს. საფრანგეთის ჩემპიონი მზად არის, 100-მილიონიანი წინადადებით მიმართოს გერმანულ კლუბს. თუმცა „ბაიერნი“ არ აპირებს ფეხბურთელის გაშვებას და მოლაპარაკებებს აწარმოებს კონტრაქტის გაგრძელებაზე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ჟურნალისტმა ექრემ ქონურმა.
მიმდინარე სეზონში ფრანგმა გარემარბმა ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 21 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.