ფეხბურთი | „პარი სენ-ჟერმენმა“ და ლუის ენრიკემ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყეს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენმა“ და ლუის ენრიკემ ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება დაიწყეს, – ინფორმაციას L’Équipe-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პარიზული კლუბის მთავარი მწვრთნელის მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლამდეა ძალაში, თუმცა პსჟ-ის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ესპანელ სპეციალისტთან ახალ შეთანხმებას 2030 წლამდე გააფორმებს.
მხარეებს შორის გამართული პირველი შეხვედრა მშვიდ და პოზიტიურ ატმოსფეროში წარიმართა. ამასთან, კლუბს სურს, კონტრაქტი სეზონის დასრულებამდე გააფორმოს, რადგან ლუის ენრიკეს მიმართ სხვა კლუბების ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.
ესპანელმა სპეციალისტმა „პარი სენ-ჟერმენი“ 2023 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა.