ფეხბურთი | ოფიციალურად - სეზონის დასრულების შემდეგ ერნესტო ვალვერდე ბილბაოს „ატლეტიკს“ დატოვებს #1TVSPORT
ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ბილბაოს „ატლეტიკის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.
ესპანელმა სპეციალისტმა კლუბი მესამედ 2022 წელს ჩაიბარა. მანამდე ის გუნდს 2013-დან 2017 წლამდე და 2003-დან 2005 წლამდე ხელმძღვანელობდა, ხოლო უფრო ადრე, სამი წლის განმავლობაში მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობას იკავებდა.
„ეს არის გადაწყვეტილება, რომლამდეც დროთა განმავლობაში მივედი და ის კლუბთან შეთანხმებულია. დარჩენილია ათი მატჩი და ჩვენ კვლავ გვაქვს მიზნები, რომელთა მიღწევაზეც უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები“, – განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.
ლა ლიგის 28 ტურის შემდეგ 59 სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი „ატლეტიკი“ სატურნირო ცხრილში 35 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება.