ფეხბურთი | მესამე ქართველი „მეცში“ - გიორგი ქვილითაია კვიპროსიდან საფრანგეთში გადავიდა #1TVSPORT
GEO TEAM-ის ინფორმაციით, გიორგი ქვილითაია კარიერას ლიგა 1-ში, „მეცში“ გააგრძელებს. კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა, თუმცა ითვალისწინებს კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას.
როგორც GEO TEAM-ი წერს, გიორგი ქვილითაია და მისი აგენტები უკვე საფრანგეთში არიან და კონტრაქტი ოფიციალურად ორშაბათს, სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ „მეცში“ გიორგი მიქაუტაძე თამაშობდა, ამჟამად კი მის ღირსებას ორი ქართველი იცავს – გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი.