ფეხბურთი | მადრიდის „რეალის“ დატოვების შემდეგ ჩაბი ალონსომ განცხადება გაავრცელა #1TVSPORT
ფეხბურთი | მადრიდის „რეალის“ დატოვების შემდეგ ჩაბი ალონსომ განცხადება გაავრცელა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შემდეგ 44 წლის სპეციალისტმა, ჩაბი ალონსომ განცხადება გაავრცელა.

ესპანელმა კლუბსა და ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც გუნდში სურდათ.

„ეს ეტაპი დასრულდა. ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც გვინდოდა. მადრიდის „რეალის“ მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. მადლობას ვუხდი კლუბს, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის. მივდივარ პატივისცემით, მადლიერებით და სიამაყით იმის გამო, რომ ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო“, – დაწერა ალონსომ სოციალურ ქსელში.

ალონსომ მსოფლიო ფეხბურთის გრანდი მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაიბარა. მან გუნდს 34 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც „რეალმა“ 24 მოიგო. 11 იანვარს „სამეფო კლუბი“ ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონასთან“ 2:3 დამარცხდა.

მადრიდის „რეალი“ ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ალვარო არბელოა იქნება. წარსულში გუნდის ფეხბურთელი მადრიდელთა ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა.