ფეხბურთი | ლუის ენრიკე „ნიუკასლთან“ მატჩის წინ - ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა #1TVSPORT
ფეხბურთი | ლუის ენრიკე „ნიუკასლთან“ მატჩის წინ - ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა #1TVSPORT

„ნიუკასლთან“ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ფაზის დასკვინითი ტურის მატჩის წინ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ტურნირია. ამ ეტაპზე მთავარი მიზანი საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრაა, რისთვისაც ძლიერ მეტოქეს, „ნიუკასლს“ უნდა ვაჯობოთ. ისინი ჩვენგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ, ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და შემადგენლობაში ინდივიდუალურად გამორჩეული არაერთი მოთამაშე ჰყავთ. წარსულში უკვე გვქონია მათთან შეხვედრები და კარგად ვიცით, რამდენად რთული მატჩი გველის.

ეს სეზონის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, თუმცა წინ კიდევ უფრო გადამწყვეტი თამაშებია, რადგან ჩვენი საბოლოო მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდნენ, გუნდი სრულად მობილიზებულია. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებული სტიმულია, ამიტომ დამატებითი მოტივაცია საჭირო არ არის.

გუნდში კონკურენციაა და ეს მახარებს. თუ მოვიგებთ, ჯგუფურ ეტაპს მეექვსე ან მეშვიდე ადგილზე დავასრულებთ, თუმცა მზად ვარ, ნებისმიერ შედეგს დავთანხმდე, თუკი საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის თასს აღვმართავთ“, – განაცხადა ენრიკემ.

„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ნიუკასლის“ შეხვედრა 28 იანვარს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.