ფეხბურთი | „ლივერპულსა“ და ჩაბი ალონსოს შორის პირველი მოლაპარაკება შედგა #1TVSPORT
„რეალის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს რამდენიმე მსურველი გამოუჩნდა, ერთ-ერთი ასეთ კლუბად კი „ლივერპული“ სახელდება, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მხარეები ერთმანეთს უკვე გაესაუბრნენ, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ალონსოს უახლოეს პერიოდში ინგლისურ გრანდში დანიშნავენ. „ლივერპულის“ ხელმძღვანელობამ ამ ეტაპზე არნე სლოტს ნდობა გამოუცხადა და აცნობა, რომ მიმდინარე სეზონს გუნდი მისი ხელმძღვანელობით დაასრულებს.
კლუბში ალონსოს მიმართ დიდი პატივისცემა აქვთ და მას, როგორც მთავარი მწვრთნელის კანდიდატს, ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ.
44 წლის ესპანელმა მადრიდის „რეალი“ 11 იანვარს დატოვა, მის ნაცვლად გუნდს სათავეში ალვარო არბელოა ჩაუდგა.