ფეხბურთი | ლიონელ მესი - მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებ, თუ ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიქნები #1TVSPORT
ფეხბურთი | ლიონელ მესი - მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებ, თუ ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიქნები #1TVSPORT

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ლიონელ მესიმ NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლო გამოსვლის შესახებ ისაუბრა.

მესის თქმით, მუნდიალზე თამაში სურს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს და ყველაფერი ფიზიკურ ფორმაზე იქნება დამოკიდებული.

„მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებ, თუ ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიქნები. მინდა, რომ ეროვნულ ნაკრებში მნიშვნელოვანი როლი შევასრულო და გუნდს დავეხმარო. იმედია, ღმერთი ამის შანსს მომცემს.

მომდევნო სეზონიდან „ინტერ მაიამისთან“ ერთად აქტიურად მოვემზადები. ვნახავ, შემიძლია თუ არა სრულფასოვან ფორმაში ყოფნა და შევაფასებ, სასარგებლო ვიქნები თუ არა ნაკრებისთვის. გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მივიღებ“, – აღნიშნა მესიმ.

37 წლის არგენტინელმა მსოფლიო ჩემპიონატი საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ერთად 2022 წელს კატარში მოიგო. აღნიშნულ ტურნირზე მესიმ შვიდი გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მანამდე მან მსოფლიო პირველობაზე 2006, 2010, 2014 და 2018 წლებში ითამაშა. 2026 წლის მუნდიალი მისთვის, შესაძლოა, მეექვსე აღმოჩნდეს, რაც სარეკორდო იქნება.

არგენტინის ნაკრების რიგებში ლიონელ მესიმ 195 მატჩი ჩაატარა და 114 გოლი გაიტანა.