ფეხბურთი | ლიეტუვის ნაკრების ფეხბურთელები - საქართველოს ნაკრებმა კლასით გვაჯობა #1TVSPORT
ფეხბურთი | ლიეტუვის ნაკრების ფეხბურთელები - საქართველოს ნაკრებმა კლასით გვაჯობა #1TVSPORT

ლიეტუვის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეებმა, არმანდას კუჩისმა, იუსტას ლასიკასმა და გვიდას გინეიტისმა საქართველოს ნაკრებთან წაგებულ მატჩზე (0:2) კომენტარი გააკეთეს.

არმანდას კუჩისი – „ფანტასტიკური შეგრძნება მქონდა. საქართველოს ნაკრები ძლიერი მეტოქეა, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში სითამამე დაგვაკლდა. საქართველოს ნაკრებმა ვერაფრით გაგვაკვირვა, ორთაბრძოლების დროს კარგად გამოვიყურებოდით. სამწუხაროა, რომ წავაგეთ, მაგრამ ეს კარგი გაკვეთილი იქნება“.

იუსტას ლასიკასი, ლიეტუვის ეროვნული ნაკრების კაპიტანი – „ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და მატჩის ბედი დეტალებმა გადაწყვიტა – ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ, მათ კი ეს შეძლეს. ვერ ვიტყოდი, რომ ქართველებმა განსაკუთრებული ფეხბურთი აჩვენეს, ზოგჯერ პასიურები ჩანდნენ, მაგრამ სინამდვილეში კონტრშეტევის შანსს ელოდებოდნენ და ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელების ხარჯზე წარმატებას მიაღწიეს“.

გვიდას გინეიტისი – „პირველი ტაიმი ძალიან კარგად ვითამაშეთ და შანსებიც გვქონდა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შევძელით. მეორე ტაიმში კი საქართველოს ნაკრებმა თავისი მაღალი კლასი აჩვენა და ამის ხარჯზე დაგვამარცხა“.