ფეხბურთი | კრიშტიანო რონალდოს ტრავმა მოსალოდნელზე სერიოზული აღმოჩნდა #1TVSPORT
ფეხბურთი | კრიშტიანო რონალდოს ტრავმა მოსალოდნელზე სერიოზული აღმოჩნდა #1TVSPORT

კრიშტიანო რონალდოს ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ, – ამის შესახებ საუდის არაბეთის ლიგის გუნდის, „ალ-ნასრის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუსმა ილაპარაკა.

პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ბოლო მატჩი ბარძაყის კუნთის ტკივილის გამო კოჭლობით დატოვა, ხოლო დამატებითმა სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მას მარჯვენა ბარძაყის უკანა ნაწილში მნიშვნელოვანი დაზიანება აქვს. ამის გამო ვეტერანი ფეხბურთელი უახლოეს შეხვედრებს გამოტოვებს.

რეაბილიტაციის პროცესის დასაჩქარებლად რონალდო საკუთარი თვითმფრინავით მადრიდში გაემგზავრა, სადაც სამედიცინო კონსულტაციას გაივლის.