ფეხბურთი | ისრაელის ნაკრების მწვრთნელი - ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ჩემმა გუნდმა ხასიათი გამოავლინა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებული (2:2) ამხანაგური მატჩის შემდეგ ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რან ბენ შიმონმა პრესკონფერენცია გამართა და განვლილ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.
„ვფიქრობ, რომ ფრეს ვიმსახურებდით, შესაძლოა, მოგებასაც. გოლები გავუშვით, მაგრამ თამაშს ვაკონტროლებდით, მეტოქეზე უკეთესები ვიყავით, საერთო ჯამში, კარგი მატჩი ჩავატარეთ.
საქართველოს ნაკრები სწრაფ თამაშზეა ორიენტირებული, ჩვენ კი ბურთის ფლობაზე ვაკეთებთ აქცენტს. ვფიქრობ, ჩვენმა გეგმამ იმუშავა და ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ისრაელის ნაკრებმა ხასიათი გამოავლინა.
ზოგადად, კარგი მატჩი იყო, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს არაჩვეულებრივი მიღებისა და მასპინძლობისთვის“.