ფეხბურთი | ისრაელის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - გუნდს ლეგიონერები საქართველოში შეუერთდნენ #1TVSPORT
ისრაელის ეროვნული ნაკრები თბილისშია და საქართველოსთან ამხანაგურ მატჩამდე ივარჯიშა – ინფორმაციას გამოცემა Sport1 ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ისრაელის ჩემპიონატი შეჩერებულია, მთავარმა მწვრთნელმა, ბენ შიმონმა ეროვნულ გუნდში ისრაელის პრემიერლიგიდან მოთამაშეები მაინც მიიწვია.
ნაკრებში პირველად ითამაშებს „ფეთაჰ თიკვას“ 23 წლის ფეხბურთელი იტაი როტმანი, რომელსაც არცერთ ასაკობრივ გუნდში არ უთამაშია. ლეგიონერებიდან გუნდთან ერთად თბილისში მხოლოდ დანიელ პერეცი გაფრინდა, ომრი გლეიზერი, ელი დასა, ომრი განდელმანი, სტავ ლამკინი, დორ ტურგემანი, ტაი ბრიბო და გაბი კანიკოვსკი პირდაპირ თბილისში ჩავიდნენ.
მეკარეები – დანიელ პერეცი და ომრი გლეიზერი, სავარაუდოდ, თანაბრად გაინაწილებენ დროს და თითო ტაიმს ითამაშებენ. მცველებიდან სასტარტო შემადგენლობის ანან ხალაილი, ელი დასა, ნიკიტა სტოინოვი, სტავ ლამკინი და როი რევივო იქნებიან. ალბათ ძირითადში დაიწყებენ თამაშს ელიელ პერეცი, ოსკარ გლუხი, გაბი კანიკოვსკი, ტაი ბრივო და ომრი განდელმანი“, – წერს გამოცემა.
საქართველოსა და ისრაელის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 26 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.