ფეხბურთი | გმირი იუნკერის, შალვა ერისთავის სახელობის თასისთვის 120 გუნდი იბრძოლებს #1TVSPORT

16:55, 15.12.2025

თბილისში შალვა ერისთავის სახელობის თასის გათამაშება დაიწყო, რომელიც 25 დეკემბრის ჩათვლით ხუთ ლოკაციაზე გაიმართება, ხოლო ნახევარფინალური და ფინალური მატჩები დიღმის ოლიმპიურ სტადიონებზე ჩატარდება.

იუნკერი შალვა ერისთავი 1921 წელს წითელ არმიასთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. ის იუნკერთა სამხედრო სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო და იმდროინდელ საქართველოში ერთ-ერთ ძლიერ ფეხბურთელად ითვლებოდა. ერისთავი საფეხბურთო კლუბის, „შევარდენი 1906“-ის ღირსებას იცავდა.

ტურნირის ორგანიზატორმა, თორნიკე მაისურაძემ ქართველი გმირის პატივსაცემად დიღმის სპორტულ ცენტრში საფეხბურთო სკოლა „იუნკრები“ დააფუძნა. აღნიშნულ ტურნირს საფუძველი 2024 წელს ჩაეყარა და გასულ სეზონში რვა ასაკობრივ კატეგორიაში 86 გუნდი მონაწილეობდა, სადაც ჩემპიონებთან ერთად სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო ფეხბურთელებიც გამოვლინდნენ.

წელს ტურნირი უფრო მასშტაბური გახდა – შალვა ერისთავის სახელობის თასისთვის თბილისის და რეგიონების ათ ასაკობრივ კატეგორიაში დაახლოებით 120 გუნდი იბრძვის.

მსგავსი