ფეხბურთი | ფიფა არ გეგმავს, მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ნაკრების მატჩები სხვა ქვეყანაში გადაიტანოს #1TVSPORT
ფიფა არ აპირებს მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ნაკრების მატჩების სხვა ქვეყანაში გადატანას.
მანამდე ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მეჰდი ტაჯმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ნაკრების შეხვედრების აშშ-დან მექსიკაში გადატანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
თუმცა, როგორც „ტაიმსი“ წერს, ეს საკითხი ფიფა-ში არც კი განხილულა – მსგავსი გადაწყვეტილება „განუხორციელებლად“ მიიჩნევა. მატჩებზე ბილეთები უკვე რეალიზებულია, მათი გადატანა კი სხვა მონაწილე გუნდებზეც მოახდენდა გავლენას.
გეგმის მიხედვით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ინგლევუდსა (კალიფორნია) და სიეტლში (ვაშინგტონი) უნდა გამართოს.