ფეხბურთი | ეროვნული ლიგის წლის შემაჯამებელი ღონისძიება 11 დეკემბერს გაიმართება [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას (ELIGA  AWARDS 2025) 11 დეკემბერს, 19:00 საათზე „პარაგრაფ თბილისი“ უმასპინძლებს, სადაც განვლილი საფეხბურთო სეზონის საუკეთესოები გამოვლინდებიან.

ამასთანავე, ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა 2025 წლის სეზონის საუკეთესო გოლის გამოსავლენად გულშემატკივართა გამოკითხვა დაიწყო.

ნომინაციაში 10 გოლია წარდგენილი. ხმის მიცემა შესაძლებელია ბმულზე. გამოკითხვა 10 დეკემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.