ფეხბურთი | ეროვნული ლიგის პლეი ოფში „მეშახტემ“ და „თელავმა“ ფრედ ითამაშეს, „სპაერმა“ „გარეჯი“ დაამარცხა #1TVSPORT

18:14, 10.12.2025

ეროვნულ ლიგაში პლეი ოფის პირველი მატჩები გაიმართა, რომელთა შედეგებიდან გამომდინარე, ფავორიტები მეტ-ნაკლებად გამოიკვეთნენ, თუმცა საბოლოოდ ყველაფერს საპასუხო შეხვედრები გამოავლენს.

„მეშახტე“ – „თელავი“ 1:1

ამბროლაურში გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში მასპინძლებმა 39-ე წუთზე კლეოპას ტიმის დარტყმით გახსნეს. წონასწორობა მეორე ტაიმში ანდრია დევდარიანმა აღადგინა.

„გარეჯი“ – „სპაერი“ 0:2

ლიგა 2-ის წარმომადგენელმა „სპაერმა“ უპირატესობა შესვენებამდე ზაქარია ბასილაშვილის მიერ გატანილი ბურთით მოიპოვა, მეორე ტაიმში მასპინძლების კარი საბა გეგიაძემ აიღო და „სპაერს“ ეროვნულ ლიგაში გადასვლის შესანიშნავი შანსი გაუჩნდა.

საპასუხო მატჩები 14 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი