ფეხბურთი | ედგარას იანკაუსკასმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა - მაღალი დონის გუნდთან ვითამაშეთ, შეცდომები დავუშვით და წავაგეთ #1TVSPORT
ფეხბურთი | ედგარას იანკაუსკასმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა - მაღალი დონის გუნდთან ვითამაშეთ, შეცდომები დავუშვით და წავაგეთ #1TVSPORT

ლიეტუვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ედგარას იანკაუსკასმა საქართველოსთან წაგებული მატჩი (0:2) პრესკონფერენციაზე შეაფასა.

კაუნასში საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა გიორგი მიქაუტაძის დუბლით დაამარცხა, ისტორიაში მე-100 გამარჯვება მოიპოვა და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

„ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელიც ტექნიკურად ძლიერია და უფრო მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს. ეს შედეგზეც აისახა.

მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან მეტოქის ყველაზე საშიში მოთამაშე გავანეიტრალეთ, ვაჩვენეთ კონკურენტუნარიანი და თავდადებული ფეხბურთი. საგოლე მომენტებიც შევქმენით, მაგრამ შეცდომები დავუშვით და, საბოლოოდ, წავაგეთ.

ტერმინი – „ამხანაგური“ ნამდვილად არ არის ამ შემთხვევისთვის შესაფერისი. ორივე გუნდის მიზანი ნათელი იყო, შედეგი ორივესთვის მნიშვნელოვანი გახლდათ და ბევრი ორთაბრძოლაც ვიხილეთ. მომენტები ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ თავდადების, სურვილისა და თამაშის ხარისხის თვალსაზრისით, ვფიქრობ, კარგი მატჩი იყო“.