ფეხბურთი | ცნობილია „ფინალისიმას“ ჩატარების თარიღი და ადგილი #1TVSPORT
ოფიციალურად გამოცხადდა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის „ფინალისიმას“ ჩატარების თარიღი და ადგილი.
ერთმატჩიანი ტურნირი, რომელშიც ერთმანეთს უპირისპირდებიან ევროპისა და სამხრეთ ამერიკის მოქმედი ჩემპიონები, კატარის დედაქალაქ დოჰაში 2026 წლის 27 მარტს გაიმართება.
ბოლო ფინალისიმა 2022 წლის პირველ ივნისს ჩატარდა და მისი გამარჯვებული გახდა არგენტინის ნაკრები, რომელმაც ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე 3:0 დაამარცხა მაშინდელი ევროპის ჩემპიონი იტალიის ნაკრები.