ფეხბურთი | ბათუმის „დინამო“ შეკრებაზე ყაზახეთის თასის მფლობელთან დამარცხდა #1TVSPORT
ფეხბურთი | ბათუმის „დინამო“ შეკრებაზე ყაზახეთის თასის მფლობელთან დამარცხდა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მესამე საკონტროლო შეხვედრა ყაზახურ „ტობოლოთან“ გამართა და 0:1 დამარცხდა.

ყაზახეთის ჩემპიონატის მოქმედ მესამეადგილოსანსა და თასის მფლობელთან მატჩში ერთადერთი გოლი თავდამსხმელმა ევგენი კონიაშკინმა 73-ე წუთზე გაიტანა.

ბათუმის „დინამოს“ სასტარტო შემადგენლობა: თურმანიძე, ჩიტეიშვილი, კობახიძე, ქაფიანიძე, კალანდარიშვილი, მილჩენკო, კოხრეიძე, მარა, გოგმაჩაძე, ხოზრევანიძე, ჯაფარიძე.

ბათუმის „დინამო“ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 10 თებერვალს ფერღანის „ნეფთჩისთან“ გამართავს, ხოლო 13-ში უკრაინულ „ოლექსანდრიას“ დაუპირისპირდება.