ფეხბურთელების 75 პროცენტს არ სურს მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატის შეცვლა #1TVSPORT
მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეასთან დაკავშირებით საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPro), რომელიც 42 საფეხბურთო პროფკავშირს აერთიანებს. მან ექვსი კონტინენტის 1000 ფეხბურთელი (70 ეროვნების) გამოკითხა.
შედეგები ასეთია:
* გამოკითხულთა 75 პროცენტი მხარს უჭერს ოთხწლიანი ციკლის შენარჩუნებას.
* რეგიონების მიხედვით ასეთი რიცხვებია: ევროპელ და აზიელ ფეხბურთელთა 77 პროცენტს სურთ მსოფლიოს ჩემპიონატის ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარება, ამერიკაში – 63 პროცენტს, აფრიკაში – 49 პროცენტს.
ამასთან, თავად ფეხბურთელებს არ სჯერათ, რომ ფიფა მათ აზრს გაითვალისწინებს. ამ აზრზეა მოთამაშეთა 79 პროცენტი.
ეს არ არის FIFPro-ს ბოლი გამოკითხვა: ფედერაცია უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოაქვეყნებს ანგარიშს ფეხბურთში დატვირთვების შესახებ.