სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატი არ გაიმართება
სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატი არ გაიმართება

კორონავირუსის პანდემიის გამო, სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით გადაიდო, – იტყობინება პროფესიული ბილიარდისა და სნუკერის მსოფლიო ასოციაციის პრესსამსახური.

ტურნირი უნდა ჩატარებულიყო 18 აპრილიდან 4 მაისამდე ინგლისის ქალაქ შეფილდში.

მსოფლიოს ჩემპიონატი 1977 წლიდან მოყოლებული „კრუსიბლის“ თეატრში იმართება. პირველად ბოლო 43 წლის განმავლობაში, ტურნირი დათქმულ ვადებში არ ჩატარდება.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია ინგლისელი ჯად ტრამპი, რომელმაც ამ სეზონში ექვსი ტურნირი მოიგო და აბსოლუტური რეკორდი დაამყარა.