„ფეისბუქმა“ ჯგუფური ვიდეოზარების სერვისი „მესენჯერ რუმსი“ წარადგინა
„ფეისბუქმა“ ჯგუფური ვიდეოზარების სერვისი „მესენჯერ რუმსი“ წარადგინა

„ფეისბუქმა“ ჯგუფური ვიდეოზარების სერვისი „მესენჯერ რუმსი“ წარადგინა.

როგორც ამერიკული კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, ახალი სერვისი საშუალებას მისცემს მეგობრებს, საყვარელ ადამიანებსა და საერთო ინტერესების მქონე პირებს, ერთად გაატარონ დრო.

„ახალი სერვისის საშუალებით, შესაძლებელი იქნება ვირტუალური „ოთახის“ შექმნა და იქ მეგობრების დამატება არა მხოლოდ „ფეისბუქიდან“, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი „ფეისბუქზე“ არ არიან დარეგისტრირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

ერთ ასეთ „ოთახში“ შესაძლებელი იქნება 50 ადამიანის შეკრება. ზარის ხანგრძლივობა შეზღუდული არ იქნება.

„ფეისბუქში“ აცხადებენ, რომ ანალოგიური სერვისი უახლოეს ხანში „ინსტაგრამისა“ და „ვოთსაფის“ მომხმარებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

„მესენჯერ რუმსის“ ფუნქცია უახლოეს ხანში მთელ მსოფლიოში იქნება ხელმისწავდომი.