„ფეისბუქი“, „ტვიტერი“ და „მეტას“ სხვა პლატფორმები „რაშა თუდეისა“ და „სპუტნიკს“ ევროკავშირის მასშტაბით სოციალურ ქსელებზე წვდომას შეუზღუდავს
„ფეისბუქი“, „ტვიტერი“ და „მეტას“ სხვა პლატფორმები რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტელეკომპანიებს „რაშა თუდეისა“ და „სპუტნიკს“ ევროკავშირის მასშტაბით სოციალურ ქსელებზე წვდომას შეუზღუდავს. ამის შესახებ კომპანიის გლობალურ საქმეთა ხელმძღვანელმა ნიკ კლეგმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.
„ევროკავშირისა და რამდენიმე სახელმწიფოსგან მივიღეთ მოთხოვნა, რომ გადავდგათ სამომავლო ნაბიჯები რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებთან დაკავშირებით. არსებული სიტუაციის განსაკუთრებული ბუნების გათვალისწინებით, ჩვენ ევროკავშირის მაშტაბით „რაშა თუდეისა“ და „სპუტნიკს“ ჩვენს პლატფორმებზე წვდომას შევუზღუდავთ“, – განაცხადა ნიკ კლეგმა.