ფეიქრების ქუჩაზე ხანძრის სავარაუდო მიზეზი შესაძლოა, ელექტროგაყვანილობა გახდა

02:13, 04.06.2018

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ხანძრის სავარაუდო მიზეზი შესაძლოა, ელექტროგაყვანილობა გახდა, – ამის შესახებ ნაძალადევის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ემზარ ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დამწვარია დაახლოებით ხუთი ჯიხური. ხუციშვილის ინფორმაციით, ზარალის ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია

„ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. მეპატრონეებმა უნდა თქვან, რა ზარალი ნახეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. არის ეჭვი, რომ ცეცხლი ელექტროგაყვანილობისგან გაჩნდა ხანძარი“,- განაცხადა ემზარ ხუციშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 100 კვ.მ ფართობი. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

მსგავსი