თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავტონაწილების რამდენიმე მაღაზია დაიწვა [ფოტო]
თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავტონაწილების რამდენიმე მაღაზია დაიწვა [ფოტო]

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავტომობილების ნაწილების რამდენიმე მაღაზია დაიწვა.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დამწვარია 100 კვ.მ ფართობი.

მათივე ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.