ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირმა და საქართველომ დიდი ინვესტიცია ჩადეს ძლიერ პარტნიორობაში, რომელიც დღითიდღე ღრმავდება
ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირმა და საქართველომ დიდი ინვესტიცია ჩადეს ძლიერ პარტნიორობაში, რომელიც დღითიდღე ღრმავდება

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკავშირის ანგარიშს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი ეხმაურება. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ევროკავშირმა და საქართველომ დიდი ინვესტიცია ჩადეს ძლიერ პარტნიორობაში, რომელიც დღითიდღე ღრმავდება და ჩვენს მოქალაქეებს დიდ სარგებელს აძლევს. მარტის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ზონაში უვიზოდ მგზავრობა მოკლევადიანი ვიზიტებისთვის.

ჩვენ სტუდენტებს შორის უფრო მეტ გაცვლით პროგრამას ვხედავთ, რაც კი ოდესმე ყოფილა, ხოლო ჩვენი ბიზნესისთვის ვაჭრობის უფრო მეტი შესაძლებლობაა შექმნილი. დღევანდელი ანგარიში აჩვენებს მკაფიო პროგრესს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში. ევროკავშირი განაგრძობს მხარდაჭერას, რათა გაგრძელდეს სამუშაო, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში და ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის განხორციელების ერთგული რჩება“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.