ინდიან უელსის „მასტერსის“ მორიგ სათამაშო დღეს მერვედფინალური მატჩები გაიმართა.
მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, როჯერ ფედერერმა. შვეიცარიელი ფრანგ ჟერემი შარდის ხვდებოდა და უნიკალური შედეგი აჩვენა – საკუთარ პირველ მოწოდებაზე გათამაშებული ყველა ქულა მოიგო – 25-დან 25. ასეთი რამ, ფედერერმა კარიერაში მეხუთედ შეძლო.
შესაბამისად, შარდის მეტოქის მოწოდებაზე შანსი არ ჰქონდა, საკუთარ გეიმებში კი ფრანგი ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ ფედერერმა მაინც შეძლო ხუთიდან ორი ბრეიკპოინტის რეალიზება და ორ სეტში მოგება – 7:5, 6:4. როჯერისთვის ეს იყო მე-60 მოგება ინდიან უელსის ტურნირზე.
2018 წელს ფედერერს 15-დან 15 მატჩი აქვს მოგებული, თან მეტოქეებს ამ სერიისას მხოლოდ სამი სეტი დაუთმო. სეზონში უკეთესი სტარტი ფედერერს მხოლოდ 2006 წელს ჰქონდა, როცა საწყისი 16 შეხვედრა მოიგო.
ფედერერის მეტოქე მეოთხედფინალში წლევანდელი სეზონის სენსაცია, კორეელი ჰიოენ ჩუნგი იქნება, რომელმაც მერვედფინალში გაანადგურა ურუგვაელი პაბლო კუევასი – 6:1, 6:3. კორეელმა წელს ავსტრალიის ღიაზე ნახევარფინალამდე მიაღწია და იქ სწორედ ფედერერთან წააგო.
1/8 ფინალის შედეგები:
ფედერერი (შვეიც, 1)-შარდი (საფ) 7:5, 6:4
დელ პოტრო (არგ, 6)-ლ. მაიერი (არგ) 3:6, 7:6(2), 6:3
ანდერსონი (ს. აფრ, 7)-კარენიო ბუსტა (ესპ, 11) 4:6, 6:3, 7:6(6)
კუერი (აშშ, 18)-ფ. ლოპესი (ესპ, 28) 6:3, 6:4
ჩუნგი (კორ, 23)-კუევასი (ურუ, 30) 6:1, 6:3
კოლშრაიბერი (გერ, 31)-ერბერი (საფ) 6:4, 7:6(1)
რაონიჩი (კან, 32)-ბაღდატისი (კვიპ) უარი
ჩორიჩი (ხორ)-ფრიტცი (აშშ) 6:2, 6:7(6), 6:4
1/4 ფინალის წყვილები:
ფედერერი (შვეიც, 1) – ჰიეონ ჩუნგი (კორ, 23)
ჩორიჩი (ხორ) – ანდერსონი (ს. აფრ, 7)
კუერი (აშშ, 18) – რაონიჩი (კან, 32)
დელ პოტრო (არგ, 6) – კოლშრაიბერი (გერ, 31)