ფედერერმა TOP30-ში 1000 კვირა გაატარა, ასეთი სერია ისტორიაში არავის ჰქონია
ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი კიდევ ერთხელ შევიდა ჩოგბურთის ისტორიაში. ის გახდა პირველი მოთამაშე, ვინც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგის TOP30-ში ათასი კვირა გაატარა.
ფედერერმა ტოპოცდაათეულში 2000 წლის ოქტომბერში შეაბიჯა და მას შემდეგ იქიდან არ გამოვარდნილა.
2019 წელს, შვეიცარიელმა მოიგო ოთხი ტიტული. მან გაიმარჯვა დუბაიში, მაიამიში, ჰალესა და ბაზელში. სულ როჯერს კარიერაში 103 ტურნირი აქვს მოგებული და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ამერიკელ ჯიმი კონორსს ჩამორჩება, რომელსაც 109 ტიტული დაუგროვდა.
დღეისთვის როჯერ ფედერერი მესამე ადგილზეა კლასიფიკაციაში.
2020 წლის სეზონი მამაკაცებისთვის 6 იანვარს აიღებს სტარტს.